მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

PANASONIC-ი 10,000 თანამშრომელს გაუშვებს

panasonic

იაპონური ტექნოლოგიური გიგანტი Panasonic-ი რესტრუქტურიზაციას და სამუშაო ძალის 10,000 თანამშრომლით შემცირებას აანონსებს, რომლის მთავარი მიზანი - მოგების მარჟის გაზრდაა. დათხოვილი თანამშრომლების ნახევარს Panasonic-ი იაპონიის ოფისებიდან გაუშვებს, როცა მეორე ნახევარი სხვა ქვეყნების ოფისებიდან წავლენ.

ჯამში, კომპანია სამუშაო ძალის 4%-ის დათხოვნას გეგმავს. როგორც Panasonic-ში ამბობენ, რესტრუქტურიზაციასთან ერთად იცვლება კომპანიის აგებულება და მენტალიტეტი, რომელიც თითოეული თანამშრომლის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ფოკუსირებული. იაპონური კომპანიის განცხადებით, ცვლილებები შემდეგი ფისკალური წლიდან ამოქმედდება.

ცვლილებების შედეგად, Panasonic-ი მოგებიანობის $1-მილიარდიან გაზრდას პროგნოზირებს, რომლის თითქმის ნახევარი, კერძოდ $483 მილიონი პირდაპირ სახელფასო შტატის შემცირებით დაბალანსდება. კომპანიის სტრუქტურული ოპტიმიზაციით Panasonic-ი დამატებით $88 მილიონს დაზოგავს და შედეგად, წლის ჭრილში $52.7 მილიარდის შემოსავალს და $2 მილიარდის წმინდა მოგებას მიიღებს.

სამომავლო პროგნოზთან ერთად, Panasonic-მა ფისკალური 2025 წლის ფინანსური შედეგებიც გაასაჯაროვა. საანგარიშო პერიოდში, კომპანიამ $57 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 0.5%-იანი კლებაა. შემოსავალთან ერთად შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება. დღეს, Panasonic-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $26.8 მილიარდია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 770-ე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები