მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის დროს შექმნილი ნახატების ონლაინ გამოფენა - "ევროპული სკოლა"

5ee721813fed9
BM.GE
15.06.20 11:19
959
„ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წლის შემაჯამებელი ასამბლეა ჩაატერეს და ონლიან რეჟიმში წარმოადგინეს სემესტრის განმავლობაში შექმნილი საინტერესო მოხსენებები, კვლევები და საკონფერენციო თემები. მოსწავლეები 10 სხვადსხვა პრეზენტაციით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე და ინტერაქტიულ-ონლაინ რეჟიმში უპასუხეს მსმენელთა შეკითხვებს.

"განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მე-11 კლასელის გიორგი კურტანიძის ნახატების ონლაინ გამოფენა, რომელიც ხატვით პანდემიის დროს დაინტერესდა და სწორედ ამ დროს შექმნილი ნამუშევრები გამოფინა. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი კვლევითი და შემოქმედებითი ხედვა გრიგოლ რობაქიძის „ჩაკლული სულის“ შესახებ.

ჯგუფური ნამუშევარი წარმოადგინეს მოსწავლეებმა „პოლიტიკა და რიტორიკა.“ საინტერესო აღმოჩნდა მ. ახალაის კვლევა, რამაც დაგვარწმუნა, რომ მსოფლიოს მოწყობის კანონზომიერების აღმოსაჩენად ცდების ჩატარება „ევროპულ სკოლაშიც“ არის შესაძლებელი.

„ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა წარმატებით შეაჯამეს საკუთარი პროექტები დისტანციური სწავლების რეჟიმში",- ნათქვამია ევროპული სკოლის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები