მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პანდემიის პერიოდთან შედარებით საგარეო შემოდინებებში დანაკლისი ბევრად ნაკლები იქნება - გვენეტაძე

62441d9b3a605
მარიამ ვარადაშვილი
30.03.22 13:15
722
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, რუსეთ–უკრაინის ომის გამო რეგიონის რისკიანობა გაზრდილია, თუმცა ზუსტად რა გავლენა ექნება ამ ომს რეგიონის ქვეყნებზე და მათ საგარეო შემოდინებებზე, ჯერ რთული სათქმელია.

“ამ ეტაპზე რაც შეიძლება ვთქვათ არის ის, რომ საგარეო შემოდინენებში დანაკლისი იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ეს პანდემიის დროს იყო. მოგეხსენებათ, პანდემიის დროს 2020 წელს მხოლოდ ტურისტული შემოსავლებიდან დაახლოებით 2.9 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო საქართველომ. ძალიან დიდი ალბათობით რეკორდულად მაღალი შემოსავლების წელი იქნებოდა ტურიზმისთვის",-განაცხადა გვენეტაძემ.

2020 წელს საქართველომ საერთაშორისო ვიზიტორებისგან შემოსავლის სახით დაახლოებით 542 მლნ აშშ დოლარი მიიღო, მაშინ როცა 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 3.2 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები