მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიის შემდეგ, ფეხზე წამოდგომა ძალიან გაგვიჭირდა" - "ნუკრიანის სახელოსნოები”

საწარმო

სოციალური საწარმო "ნუკრიანის სახელოსნოები” სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ბაზარზე 2005 წელს, ა(ა)იპ სათემო ორგანიზაცია “ნუკრიანის” ბაზაზე დაარსდა. საწარმოში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე მსურველებისთვის შესაძლებელია ტრადიციული ხელსაქმის შესწავლაც. მათ შორის, ქვილთის, თექისა და ტექსტილისგან დამზადებულ დეკორატიული და პრაქტიკული გამოყენების ნივთებისა და აქსესუარებს დამზადების.

როგორც საწარმოს დამფუძნებელი, მაია ბიძინაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, საწარმოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ინფრასტრუქტურა და საგამოფენო სივრცის არ ქონა წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, „ნუკრიანის სახელოსნოების“ ძველი სახელოსნო წლების წინ დაიწვა და მისი აღდგენა დიდი საინვესტიციო თანხის საჭიროების გამო, ამ დრომდე არ მომხდარა.

„უკვე დაგვიძველდა ტექნიკაც და ახალი მანქანა-დანადგარების შეძენაა საჭირო. ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ტექნიკის შეძენისთვის კი მინიმუმ 300 000-400 000 ლარის ინვესტიციაა საჭირო. ეს თანხა რომ გვქონდეს, ჩვენსავე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ექვს თვეში გამართული სახელოსნო გვექნებოდა.

ამასთან, ჩვენთვის გამოწვევაა ახალგაზრდების სოფლიდან გადინებაც, რაც ახალი კადრების მოზიდვაში ხელს გვიშლის. ასევე ნედლეულის გაძვირება და მთავრობის მხრიდან დაბალი ინტერესი, რომ ასეთ საწარმოებს ხელი შეუწყოს არსებობაში.

პანდემიის შემდეგ, ფეხზე წამოდგომა ძალიან გაგვიჭირდა. მოთხოვნამ იკლო, არა მარტო პანდემიის გამო, არამედ უკვე ბევრმა ისწავლა ეს ხელობა(მარტო ჩვენთან 300-ზე მეტ ქალს აქვს ნასწავლი),“-აცხადებს ბიძინაშვილი.

მისივე თქმით, საწარმოს 2018 წლიდან ტურისტული მომსახურების სერვისი დაემატა, სადაც სტუმრებს მასტერკლასებს თექის და ქვილთის ნაკეთობების, კახური შოთის და ქიზიყური ნაზუქის ჩაკვრის, ადგილობრივი კერძების კეთებას ვასწავლით. გასული წლის მონაცემებით, მასტერკლასის მსურველ ტურისტებს შორის, ამერიკელი სტუმრები ჭარბობენ.

რაც შეეხება რეალიზაციას, საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქტი როგორც ონლაინ ასევე გამოფენა-გაყიდვებზე რეალიზდება.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 7979 ლარი დააგენერირა, ხოლო ტურისტული მომსახურებისა და მასტერკლასებიდან, 11227 ლარის შემოსავლები მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები