მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიურ წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვა ₾114.3 მლრდ-მდე გაიზარდა - საქსტატი

6156c6b15225c
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.21 12:45
468
პანდემიურ წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა და 114.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციის - „საწარმოთა საქმიანობის შედეგები“ მიხედვით, 2020 წელს მთლიანი ბრუნვის ძირითადი ნაწილი - 58.3% მსხვილ ბიზნესზე ნაწილდება, საშუალოზე - 17.9%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 23.8%.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების ნაწილში: მსხვილ ბიზნესზე პროდუქციის გამოშვების 40.3%, საშუალოზე - 27.1%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.5% მოდის.

მიმოხილვის მიხედვით, ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება და 2020 წელს მისმა მოცულობაა 46.2 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2.7%-ით ჩამორჩება.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წელს 65.1 მლრდ ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 41.1 მლრდ ლარი შეადგინა. ორივე მაჩვენებელი გასული წლის მაჩვენებლებს (0.4 და 0.1 პროცენტი) უმნიშვნელოდ ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები