მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიურ წელს საქართველომ ლუდის ექსპორტით $5 მლნ მიიღო - საექსპორტო ქვეყნები

609cec52b84fc
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.21 10:15
826
2020 წელს საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაიზარდა. თუ პანდემიამდე, 2019 წელს ქვეყანამ 4 203.3 ტონა ლუდის ექსპორტით 3.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2020 წელს ლუდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 5 მლნ დოლარი შეადგინა (5 492.6 ტონა). შესაბამისად, ექსპორტის ზრდამ 45.1% შეადგინა.

ოფიცილური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ლუდის ექსპორტის მაჩვენებელი 2018 წლის მოცულობებსაც აღემატებოდა, რა დროსაც საქართველოდან სხვადასხვა ბაზარზე 4.3 მლნ დოლარის ღირებულების 4 351.9 ტონა ლუდის რეალიზება მოხდა. ზრდა 15.7%-ია.

BM.GE დაინტერესდა - რომელ ქვეყნებში და რა მოცულობებით გაგვაქვს ლუდი ექსპორტზე. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პანდემიურ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ლუდი ჩინეთში გავიტანეთ, ხოლო 2019 წელს - რუსეთში.

2020 წლის საექსპორტო ქვეყნების TOP-ათეული კი ასეთია:

1. ჩინეთი - 1.9 მლნ დოლარი, 1 885 ტონა;
2. ისრაელი - 1.0 მლნ დოლარი დოლარი, 865 ტონა;
3. რუსეთი - 767 ათასი დოლარი, 1 086.1 ტონა;
4. მალტა - 344.2 ათასი დოლარი, 263.4 ტონა;
5. აზერბაიჯანი - 324.1 ათასი დოლარი, 340.3 ტონა;
6. სომხეთი - 170.3 ათასი დოლარი, 343.5 ტონა;
7. მოლდოვა - 104.4 ათასი დოლარი, 258 ტონა;
8. ლატვია - 93.9 ათასი დოლარი, 69.9 ტონა;
9. პოლონეთი - 80.6 ათასი დოლარი, 86.4 ტონა;
10. ესტონეთი - 45.9 ათასი დოლარი, 141.5 ტონა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ლუდი მცირე მოცულობებით აშშ-ში, უზბეკეთში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ლიეტუვაში, შვედეთში, იაპონიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და სლოვენიაშიც გავიტანეთ.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 600 ათასი დოლარის ღირებულების ლუდის ექსპორტი განხორციელდა. იანვარში ქვეყნიდან 94 ათასი დოლარის ლუდი გავიდა, თებერვალში - 318 000 დოლარის, ხოლო მარტში 189 ათასი დოლარის (2020 წლის პირველი კვარტალი 692.7 ათასი დოლარი). ამ პერიოდში ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 13.3%-ითაა შემცირებული.

2021 წლის დასაწყისში ლუდი ყველაზე დიდი მოცულობით ისრაელში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ლატვიასა და სინგაპურში გავიდა ექსპორტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები