მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაპუაშვილი არ პასუხობს კითხვას, დაიშვება თუ არა ონლაინ მედია "რუსული კანონის" ვეტოს დაძლევისას პარლამენტში

პაპ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არცერთი შეცდომა არ ყოფილა უსაფრთხოების დონისა და მედიის დაშვება/არ დაშვების ნაწილში და ეს, გასულმა ორმა თვემ ნათლად აჩვენა.

შალვა პაპუაშვილი არ პასუხობს კითხვას, იქნება თუ არა ონლაინ მედია დაშვებული "რუსული კანონის" ვეტოს დაძლევის პროცედურების ფარგლებში.

"უსაფრთხოების რეჟიმები არის ხოლმე პარლამენტში, რაც გამოწვეულია, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციისა და ხანდახან მისი კუთვნილი მედიის რადიკალური მედიის ქმედებებიდან ხოლმე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დაცული იყოს სამუშაო გარემო. ეს რეჟიმები ემსახურება სამუშაო გარემოს ხელშეშლის პრევენციას.

ვფიქრობ, რომ ამ ორმა თვემ გვაჩვენა, რომ პროპორციული დონე იყო ხოლმე შემოღებული", - თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსული კანონის მიღების პროცესში, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი და წითელი დონე არაერთხელ ამოქმედდა. ამასთან, თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ონლაინ და ბეჭდურ მედიას აკრედიტაცია არ ჰქონდათ. შესვლის უფლება ჩამოერთვათ რიგ შემთხვევებში ჟურნალისტებს, რომლებსაც მუდმივმოქმედი აკრედიტაცია გააჩნიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები