პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტ დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედს შეხვდა.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე ისაუბრეს თანამშრომლობაზე პარლამენტებს შორის, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლების სფეროებში.
ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირი საკმაოდ მწირია.
ვაჭრობა
ორ ქვეყანას შორის მიმდინარე წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ივლისში ვაჭრობამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელის საანგარიშო პერიოდში კი, 6.7 მლნ აშშ დოლარი. შემცირება ექსპორტის ხარჯზე მოხდა.
ექსპორტმა წელს 625 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელზე 65%-ით ნაკლებია.
Top-5 საექსპორტო პროდუქტი:
- სპილენძის ან ჯართის ნარჩენები - 419.6 ათასი აშშ დოლარი;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 69.7 ათასი აშშ დოლარი;
- მანგანუმის ოქსიდები - 60.5 ათასი აშშ დოლარი;
- მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი მოწყობილობები - 50.9 ათასი აშშ დოლარი;
- შიგაწვის ძრავები - 12 ათასი აშშ დოლარი.
იმპორტმა წელს 6.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.8%-ით მეტი გასულ წელზე.
Top-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- ქოქოსის, პალმის ნაყოფის ან ბაბასუსის ზეთი - 1.3 მლნ აშშ დოლარი;
- ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 1.2 მლნ აშშ დოლარი;
- ავეჯი დასაჯდომი და მათი ნაწილები - 552.6 ათასი აშშ დოლარი;
- ვულკანიზებული რეზინის ტანსაცმელი და მისი საკუთნოები - 537.6 ათასი აშშ დოლარი;
- ელექტრული წყალგამახურებლები - 524.2 ათასი აშშ დოლარი.
ტურიზმი
2024 I- II კვარტალში საქართველოში 2 002 მოქალაქე შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 39.6%-ით, 568 ადამიანით მეტია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი მალაიზიიდან ნულოვანია.