მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაპუაშვილი სტეფანჩუკს ონლაინ შეხვდა, შეთანხმდნენ უკრაინაში ვიზიტზე - პარლამენტი

6256abe2420b5
მარიამ ვარადაშვილი
13.04.22 14:56
829
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან ონლაინშეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობითვე, მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში.

“შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და  გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში”, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები