მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პაპუაშვილის თქმით, ფინანსურ დანაშაულზე კანონის გამკაცრება კონკრეტულად არავის უკავშირდება

პაპუაშვილი
14.10.25 15:34
366

ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ფინანსურ დანაშაულზე ქვეყნის დატოვების აკრძალვის გამკაცრება კონკრეტულად არავის უკავშირდება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გიორგი ბაჩიაშვილის და ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეებთან კავშირზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ოცნება" ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით კანონმდებლობას, რომელიც თავდაპირველად ბაჩიაშვილის საქმით იყო ინსპირირებული, უფრო ამკაცრებს და პირს ქვეყნის დატოვება შესაძლოა სამუდამოდ აეკრძალოს თუ დაზარალებულს მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურა.

„ეს კანონი სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს ეხება, კონკრეტულად რომელ პირზე შეიძლება იყოს, გამიჭირდება ამის თქმა. ზოგადად, ეს არის ნაწილი მათ შორის, იმ სისხლის სამართლის პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი კანონმდებლობის შესაბამისად და კანონის მეშვეობით ადგეს. რაც შეეხება თაღლითობასა და ფინანსურ დანაშაულებს, ნახეთ თქვენ, რომ სხვადასხვა სახის საკანონმდებლო ცვლილებები გვქონდა, იმ გამოწვევებიდან, რომელიც არსებობდა - ხან „ქოლცენტრების“ საკითხები წამოიწია, ხან თაღლითობის სხვადასხვა საკითხმა წამოიწია, ხან რამ და ხან რამ. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ერთიანი სისტემა, რომელსაც ასევე პრევენციული დანიშნულება აქვს და არამხოლოდ შემდეგ რეაგირების დანიშნულება, რადგან ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა სახის ფინანსურ დანაშაულები იქნებიან ჩართულები, წინმსწრებით იცოდნენ, რომ იქნება მკაცრი სასჯელი და რომ დაზარალებული იქნება სრულად დაცული საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. არავისზე არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები