მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Paramount-მა UFC-ის ამერიკული ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლებები $7.7 მლრდ-ად შეიძინა

UFC

Skydance-თან გაერთიანების დასრულებიდან რამდენიმე დღეში Paramount-მა 2026 წლიდან 7-წლიანი ხელშეკრულებით TKO Group-ის UFC-ის ამერიკული ტრანსლაციის სრული პაკეტი მოიპოვა. გარიგების ღირებულება 7.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წელიწადში საშუალოდ 1.1 მილიარდია.

კონტრაქტი მოიცავს 13 პრემიუმ საჩემპიონო ე.წ. "ნომრიან" ღონისძიებას და 30 „Fight Night“-ს, რომლებიც აშშ-ში ექსკლუზიურად გავა Paramount+ პლატფორმაზე, ხოლო გარკვეული ღონისძიებებსი ასევე CBS არხზე გაშუქდება.

ახალი შეთანხმებით, გაუქმდება pay-per-view მოდელი, რომელსაც ESPN+ იყენებდა UFC-ის პრემიუმ ღონისძიებებისთვის, რაც ნიშნავს, რომ Paramount+ მომხმარებლებს დამატებითი საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. ESPN-ის მოქმედი კონტრაქტი, რომლის ღირებულება წელიწადში 500 მილიონი დოლარია, 2025 წლის ბოლოს იწურება.

Paramount-ის მიზანია, მომავალში UFC-ის საერთაშორისო ტრანსლაციის უფლებებიც შეიძინოს. UFC განსაკუთრებით მიმზიდველია სტრიმინგ-პლატფორმებისთვის, რადგან წლიურად 43 ლაივ ღონისძიება ტარდება, ჯამში 350 საათი პირდაპირი ეთერით, რაც აუდიტორიას მუდმივად ინარჩუნებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ESPN და Paramount-ის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ისეთი დიდი სტრიმინგ პლატფორმები, როგორიცაა Netflix და Amazon.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები