მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Paramount-სა და Warner Bros გაერთიანება ისევ სურთ

paramount

გართობის ინდუსტრიის გიგანტებს, როგორც ჩანს, შერწყმა-გაერთიანების სურვილი ისევ აქვთ - ერთ მხარეს არის Paramount Skydance-ის ჰოლდინგი, ხოლო მეორე მხარეს ვხედავთ ლეგენდარულ Warner Bros Discovery-ს, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე შვილობილ ბრენდს და კინოსტუდიას აერთიანებს.

ჯამურად, ამ ორი ჰოლდინგის საბაზრო კაპიტალიზაცია 67 მილიარდ დოლარს შეადგენს და თუ გარიგება შედგა, მაშინ ეს გართობის ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შერწყმა იქნება.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით კომპანიებს ორი წლის წინ უკვე ჰქონდათ მოლაპარაკება, რომელიც მაშინ კრახით დასრულდა, თუმცა ამჯერად Warner-ის და Paramount-ის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ შერწყმისათვის სწორი დროა და ინვესტორებმა ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მოიწონონ.

რამდენად გამოვა ამ მასშტაბის ჰოლდინგების შერწყმა, საკითხავია, რადგან კონკურენციის მარეგულირებელ კომისიას, შესაძლოა, გარკვეული პრეტენზიები ჰქონდეს, განსაკუთრებით სამაუწყებლო არხებისა და ფილმების წარმოების ასპექტში.

ექსპერტების შეფასებით, Paramount-ის და Warner-ის შერწყმა კომპანიების ხარჯების ოპტიმიზაციას გამოიწვევს, რაც ავტომატურად გულისხმობს ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას, გარკვეული პროექტების შეჩერებას და კინოწარმოების ბაზარზე კონცენტრაციის რისკის ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები