მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პარი სენ ჟერმენს” ახალი მსხვილი ინვესტორი ჰყავს

Arctos Investment PSG

ფრანგულმა გრანდმა “პსჟ-მ” დაადასტურა, რომ საინვესტიციო ფირმა “Arctos Partners”-ი, კლუბის ერთ-ერთი მეწილე გახდა, სპორტული თვალსაზრისით კლუბზე გავლენა არ ექნება.

კომპანია 12,5%-იანი წილის სანაცვლოდ, 531,25 მილიონ დოლარს გადაიხდის და ეს მაშინ, როცა კატარელებმა 2011 წელს კლუბის 70%-ში მხოლოდ 70 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

“Arctos Investment” აპირებს, რომ თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურას მოახმაროს, რომელშიც შედის კლუბის სტადიონი და საწვრთნელი ბაზა. ორგანიზაცია მოედან “პარკ დე პრენსის” გაფართოებას აპირებს, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაირკვევა თუ ვის ეკუთვნის რეალურად ეს სტადიონი, საფრანგეთის მთავრობას თუ კატარელ ემირებს.

პარიზული კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფის განმარტებით ეს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტია, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ პროგრესსა და განვითარებას.
ცნობისთვის, “Arctos Investment” ფლობს წილებს ბეისბოლის კლუბ “ბოსტონ რედ სოქსსა” და ფორმულა 1-ის გუნდ “ასტონ მარტინში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები