მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

''რეალმა'' მბაპეს ტრანსფერი შეათანხმა?

64956d0fb1d98
ირაკლი მოდებაძე
23.06.23 23:55
1197
ფრანგული გამოცემა “PSG Community-ის” მიხედვით “პსჟ“ და მადრიდის "რეალი" კილიან მბაპეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ. საუბარია 250 მილიონ ევროზე, რაც სარეკორდო თანხაა ფეხბურთის სატრანსფერო ისტორიაში. როგორც ცნობილია გასულ კვირას შეხვედრა შედგა პარიზული კლუბის კატარელ მფლობელებსა და ‘’რეალ მადრიდის“ წარმომადგენლებს შორის და მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართა.

ესპანური კლუბი პარიზელებს 200 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო დანარჩენ 50-ს ბონუსების სახით, თუკი 24 წლის ფრანგი საკმარისი რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს და შეძლებს ოქროს ბურთის მოპოვებას.

ცნობისთვის, ამჟამად მსოფლიო სატრანსფერო რეკორდი ნეიმარს ეკუთვნის, რომელიც ‘’ბარსელონადან“ ‘’პსჟ-ში“ 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. თავად მბაპე კი იმავე ზაფხულს ‘’მონაკოდან“ პარიზში, 180 მილიონი ევროს ღირებულებით ყველაზე ძვირად შეფასებული თინეიჯერი გახდა.