მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში გადავა კილიან მბაპე მადრიდის "რეალში"?

მბაპე რეალში

როგორც ცნობილია, მადრიდის “რეალი” კილიან მბაპეს გაფორმებითაა დაინტერესებული, თუმცა ამერიკული გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, ესპანელებს არ სურთ მბაპეს ვინისიუსსა და ბელინგემზე დიდი ხელფასი დაუნიშნოს. “რეალში” ვინისიუსის ანაზღაურება 10 მილიონს შეადგენს, ხოლო ბელინგემი სეზონში 5 მილიონ ევროს იღებს.

მბაპეს ხელფასი “პსჟ-ში” წლიურად 37 მილიონი ევროა, რასაც ბონუსები ემატება. ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა პარიზელები მბაპეს ახალ კონტრაქტსა და იდენტურ ხელფასს სთავაზობენ.

სხვადასხვა პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მბაპე მადრიდელებისგან კონტრაქტის გაფორმებისთვის 107 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს, ხოლო ხელფასის სახით სეზონში 60 მილიონი გირვანქას.
ცხადია “რეალისთვის” ეს მოთხოვნები მიუღებელია და ისინი მზად არიან მხოლოდ ორჯერ შემცირებული ფინანსური მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალი” მბაპეთი წარსულშიც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ ფრანგმა ფორვარდმა არჩევანი პარიზული კლუბის სასარგებლოდ გააკეთა და კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები