მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პსჟ-ს" ფანები დუშან ვლაჰოვიჩს ემუქრებიან

64b64d2f8a36c
ირაკლი მოდებაძე
19.07.23 01:00
677

ტურინის "იუვენტუსის" სერბი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი დღე-დღეზე "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება, თუმცა ფრანგული გრანდის ულტრასების ნაწილს ეს ამბავი არ მოსწონს.

"პსჟ-ს" სტადიონის წინ ფანების გარკვეულმა ჯგუფმა ბანერი გამოფინა, რომელზეც ისინი სერბ თავდამსხმელს ემუქრებიან. ბანერზე ეწერა: “თუ პარიზში გადმოხვალ, სამ თითს მოგაჭრით!”

მიზეზი სერბეთისა და კოსოვოს თემას უკავშირდება: სერბეთის ნაკრებში ყოფნის დროს, ვლაჰოვიჩს ეცვა მაისური, რომელზეც გამოსახული იყო რუკა, სადაც კოსოვო სერბეთის შემადგენლობაში იყო შეყვანილი. ამასთან, ვლაჰოვიჩი აჩვენებდა ცერა, საჩვენებელი და შუა თითის კომბინაციას, რაც პოლიტიკურ ჟესტად აღიქმება და კოსოვოზე სერბეთის გამარჯვების სიმბოლოა.


ფრანგული მედიის ინფორმაციით, 23 წლის ფორვარდი პარიზულ გრანდს 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და ახლა "იუვენტუსსა" და "პსჟ-ს" შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. აღსანიშნავია, რომ ვლაჰოვიჩით მიუნხენის "ბაიერნიც" იყო დაინტერესებული - გერმანულ გრანდში მის ტრანსფერს იმ შემთხვევაში განიხილავდნენ, თუკი "ბაიერნი" ჰარი კეინის გადაბირებას ვერ მოახერხებს.

დუშან ვლაჰოვიჩი "იუვენტუსში" შარშან, "ფიორენტინადან" გადავიდა და ფლორენციულმა კლუბმა 81,6 მილიონი ევრო მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები