მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიკების, წამწამების და შინიონების იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

იმპორტი

წლის პირველ ნახევარში საქართველოში პარიკების, წამწამების და წარბების, შინიონებისა და ანალოგიური ნაწარმის იმპორტი მცირეა, თუმცა მზარდია. უნდა აღნიშნოს, რომ წლის ამ პერიოდისთვის საქონლის იმპორტი რეკორდულია.

იანვარ-ივნისში ქვეყანაში სულ 146 ათასი დოლარის ღირებულების 7 ტონა საქონელი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2023 წლის პირველ ექვს თვეში იმპორტირებული 4 ტონა პარიკებისა და წამწამების ღირებულება 112 ათასი დოლარი იყო.

სტატისტიკის მიხედვით, პარიკებს, წამწამებს და წარბებს, ასევე შინიონებს ძირითადად 11 ქვეყნიდან ვყიდულობდით, თუმცა ამ დასახელების სასაქონლო ჯგუფის მთავარი მომწოდებელი ჩინეთია. სწორედ აქედან შემოვიდა 92 ათასი დოლარის 6 ტონა პარიკები, წამწამები და შინიონები წლის პირველ ნახევარში. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, გერმანიას, რუსეთს, იტალიას, თურქეთს, რუმინეთს, ირლანდიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს და ესპანეთს ვხდებით, თუმცა ამ ქვეყნებიდან იმპორტი მაჩვენებელი მცირეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები