მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარიზი: კვ.მ.14,471$, რომი: 8 031$, თბილისი: 2 129$ - სად რა ღირს უძრავი ქონება?

თბილისი

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები ევროპის რიგ ქვეყნებში არსებული ფასის დონეს უახლოვდება - ამის შესახებ კვლევის შედეგები „თიბისი კაპიტალმა“ კონფერენცია GREMO-ზე წარადგინა.

როგორც მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ერთ საძინებლიანი ბინის საშუალო გასაყიდი ფასი ($/კვ.მ.) ქალაქის ცენტრში, 2025 წლის პირველი კვარტალში თბილისში 2 129$ იყო.

კვიპროსის დედაქალაქში 3 000$-ია, ლიეტუვის დედაქალაქში კი 3081$-ს შეადგენს. ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში კი ფასი კვ.მ-ზე 2 591$-ია.

შედარებულ ქვეყნების დედაქალაქებს შორის თბილისზე იაფი ბინა ბაქოში, მინსკში, ტაშკენტში, ასტანასა და იოჰანესბურგში ღირს.

კერძოდ:

  • ბაქო: 2 126$
  • მინსკი: 2 030$
  • ტაშკენტი: 1 693$
  • ასტანა:1 070$
  • იოჰანესბურგი: 1 019

ყველაზე ძვირი ერთ საძინებლიანი ბინის საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ. ქალაქის ცენტრში სინგაპურში ფიქსირდება, კვ.მ-ზე 22 770$-ით, რომელსაც 21,017$-ით ლონდონი და 18,532$-ით ნიუ იორკი მოჰყვება.

  • პარიზი: 14,471$
  • ამსტერდამი: 10,831%
  • ვენა: 10 789$
  • ჰესინკში: 9 375$
  • ბერლინი: 8,691$
  • რომი: 8 031$
  • ბრატისლავა: 6,043$
  • ბუდაპეშტი: 4,769$
  • ბუქარესტი: 3,584$

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები