2026 წლის ივლისში, Galt & Taggart-მ სისტემური დეველოპერების გამოკითხვა ჩააატარა, რომელიც მოიცავდა 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 50%-ს).
შედეგები თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში გაყიდულია 5 741 ბინა, რაც 34%-იანი წლიური ზრდაა.
გაყიდვების 75% საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, ხოლო უცხოელებიდან ყველაზე მეტ ბინას ისრაელის (10%) და რუსეთის (4%) მოქალაქეები ყიდულობენ.
უძრავი ქონების გაყიდვები მოქალაქეობის მიხედვით

აღსანიშნავია, რომ იმ პროექტებში, რომლებიც წელს სრულდება ბინების 77% გაყიდულია, ხოლო რომლებიც 2027 წელს - 68%-ია გაყიდული. 2028-2029 წელს დასასრულებელ პროექტებში გაყიდულია 56%.




























