ავტორი: სალომე ზაალიშვილი
პარიზის ბუნების ისტორიის გეოლოგიური და მინერალოგიური გალერეიდან თვითნაბადი ოქროს რამდენიმე ნიმუში მოიპარეს, რომლის ჯამური ღირებულება 600 000 ევროს შეადგენს.

ქურდობის ფაქტს პარიზის პროკურატურა ადასტურებს. ქურდებმა ღამით მუზეუმში შეღწევა შეძლეს, რადგან მუზეუმის სათვალთვალო და უსაფრთხოების სისტემა ივლისში განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ დაზიანდა და არ ოპერირებდა.
ბუნების ისტორიის მუზეუმის ქურდობა ერთ-ერთია პარიზში მომხდარი ქურდობების სერიიდან. მიმდინარე წლის ივლისში ლიმოჟეში არსებული ეროვნული მუზეუმიდან 9.5 მილიონი ევროს ექსპონატები მოიპარეს, ხოლო ნოემბერში ქურდების სამიზნე პარიზის ცენტრში არსებული “Saone-et-Loire”-ის მუზეუმი გახდა.
ქურდობის ფაქტს პოლიცია იძიებს. მუზეუმის განცხადებით, გეოლოგიის და მინერალოგიის გალერეა გამოძიების დასრულებამდე დაიხურება.




























