მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის ოლიმპიადამ ევროზონას ეკონომიკური სტიმული მისცა

ოლიმპიადა

პარიზის ოლიმპიურმა თამაშებმა ევროზონის ეკონომიკას სტიმული მისცა. ეს დანახარჯების მკვეთრ ზრდას უკავშირდება მას შემდეგ, რაც სპორტსმენები და მაყურებლები საფრანგეთის დედაქალაქში ჩავიდნენ.

ბიზნესის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საფრანგეთის კერძო სექტორის ყოველთვიური გამოშვება, აგვისტოში, 17-თვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა.

ეკონომისტების განცხადებით, საფრანგეთის მომსახურების სექტორიდან მომდინარე აქტივობის ზრდამ, იმ ფონზე, რომ პარიზში მილიონობით ტურისტი ჩავიდა სპორტული ღონისძიებისთვის, გააძლიერა მაჩვენებლები მთლიანად 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკისთვის.

ევროზონის კომპოზიტური შესყიდვების მენეჯერების ინდექსი (PMI) აგვისტოში 51.2-მდე გაიზარდა, ივლისში არსებულ 50.2-ის შემდეგ. როდესაც ინდექსი 50-ს აჭარბებს, ეს ზრდაზე მიანიშნებს.

პარიზის ოლიმპიური თამაშების სავარაუდო ეკონომიკური სარგებელი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის მიერ 12.2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები