ისტორიაში ოლიმპიური თამაშები სულ სამჯერ გაუქმებულა 1916, 1940 და 1944 წლებში და სამივე შემთხვევაში მიზეზი მსოფლიო ომები გახდა. დღეს კი როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის და პარალელურად ისრაელსა და პალესტინას შორის ასეთი დაძაბული ვითარებაა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ტურნირის გაუქმებას არ აპირებს.
“დღესდღეობით მსოფლიოში 28-მდე ომი მიმდინარეობს, სოკის მისია კი ჰუმანიტარულია. ის ვერ იქნება პოლიტიკის მიღმა, მაგრამ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს. ჩვენ ამ ყველაფერს მხედველობაში ვიღებთ და მიგვაჩნია, რომ ასეთ მძიმე პირობებში ხალხს ესაჭიროება ისეთი, რამ რაც მათ ერთმანეთთან დააკავშირებს”, - განაცხადა თომას ბახმა.
შეგახსენებთ, რომ ბახი ცოტა ხნის წინ არ ემხრობოდა პოლიტიკოსების გადაწყვეტილებების გამო სპორტსმენების ტურნირებიდან მოკვეთის გადაწყვეტილებას და სურდა რუსებსა და ბელორუსებს ოლიმპიადაზე მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით მიეღოთ, თუმცა უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების პროტესტის შემდეგ პოზიცია შეცვალა.