მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის ქუჩებში ელექტრო სკუტერების გაქირავება იკრძალება

პარიზი, ელ. სკუტერები

1 სექტემბრიდან საფრანგეთის დედაქალაქში თვითმომსახურების ელექტრო სკუტერებით გადაადგილება აიკრძალება. Dott-ი, Lime-ი და Tier Mobility - ლიცენზირებული კომპანიები, რომლებიც ჯამში 15 000 სკუტერს აქირავებდნენ, უკვე რამდენიმე დღეა, პარიზის ქუჩებიდან თავიანთი ელექტრო სკუტერებს ალაგებენ. 

სექტემბრიდან პარიზი პირველი ევროპული ქალაქი გახდება, სადაც ორბორბლიანი თვითმომსახურების ტრანსპორტის გაქირავება სრულად აიკრძალება.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აპრილში ჩატარებული მემორანდუმი, რომელშიც პარიზელების 90%-მა პროცენტმა მხარი სკუტერების გაქირავების აკრძალვას დაუჭირა. სკუტერების გაქირავების სერვისის გაუქმების კამპანიაში პარიზის მერი ანე ჰიდალგოც მონაწილეობდა, რომლის თქმითაც, ეს გადაწყვეტილება ქალაქის ქუჩებს უფრო უსაფრთხოს გახდიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები