მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზში შექმნილი ფორმულა, პრემიუმ ხარისხი და ახალი გამოცდილება - თაკო მექვაბიძე თმის მოვლის ახალ ხაზს უშვებს

წარმატებული ქართული მოდის ინდუსტრიიდან ბიზნესის დივერსიფიკაცია და სილამაზის სექტორში ახალი სიტყვის თქმა დიდ გამბედაობასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს, ერთიც და მეორეც ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის გმირს ნამდვილად არ აკლია. ქართველი დიზაინერი თაკო მექვაბიძე, რომლის კოლექციებიც საერთაშორისო ბაზარზე უკვე სტაბილური პოპულარობით სარგებლობს, ბიზნესის მასშტაბურ დივერსიფიკაციას იწყებს და სილამაზის ინდუსტრიაში ინოვაციური პროდუქტით შედის.ბრენდმა პარიზში, წამყვან ფრანგულ ლაბორატორიებთან თანამშრომლობით პრემიუმ ხარისხის ფორმულა შეიმუშავა და თმის მოვლის ექსკლუზიურ ხაზს უშვებს. ასე ქმნის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ბათუმისა და ზღვის ენერგიით შექმნილი იდეა გლობალური ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებს დაუკავშირდეს და წარმატებულ კომერციულ მოდელად იქცეს. რა სტრატეგიით იპყრობს ქართული ბრენდი სილამაზის საერთაშორისო ბაზარს?

სტუმარი: თაკო მექვაბიძე - დიზაინერი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები