მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარკი "მზიური" ევკოკავშირის მხარდაჭერით ხელახლა გაიხსნა

5ee51de9310e3
BM.GE
13.06.20 22:32
1561
დღეს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით განადგურებული "მზიურის" პარკი ხელახლა გახსნეს. პროექტი „ევროპის საინვესტიციო ბანკის" მიერ საქართველოსთვის სტიქიის შედეგებთან გამკლავების მიზნით გამოყოფილი 100 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტის შედეგად განხორციელდა. 

"ხუთი წლის წინ მომხდარი წყალდიდობა ტრაგიკულიმოვლენა იყო თბილისისთვის და ასევე საქართველოს ყველამოქალაქისთვის. ევროკავშირი მოხარულია, რომ ამ პარკისრეკონსტრუქციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერით მიეცა შესაძლებლობა თბილისისაღდგენაში წვლილი შეეტანა. ვიმედოვნებ და გვჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანს თბილისელებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, მომავალთაობებს. ”- აღნიშნავს ელჩი ჰარცელი.

“პარკი „მზიური“ პროექტისთვის გამოყოფილი დაფინანსება, ისევე როგორც წყალდიდობით მიყენებული ზარალისაღმოფხვრაზე მიმართული სხვა ინვესტიციები, როგორიცაა, მაგალითად, წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენა, „ევროპისსაინვესტიციო ბანკის“ საქართველოს სტიქიური უბედურებისპერიოდში დახმარებაზე მიმართული სწრაფი რეაგირებისშედეგია. წყალდიდობით მიყენებული ზარალის აღდგენის სხვაპროექტები მომავალში ამგვარი მოვლენების რისკისშემცირებაზეც არის მიმართული,"- განაცხადა "ევროპის საინვესტიციო ბანკის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაჩიე ჩურამ.

პროექტი დაფინანსებულია „ევროპის საინვესტიციო ბანკის“(Europe Investment Bank) 100 მილიონი ევროს მოცულობის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსური ხელშეკრულების, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის აღმოფხვრის კომპონენტის ფარგლებში და ითვალისწინებს თბილისის პარკი „მზიურის“ დიზაინსა და მშენებლობას.

პარკის განახლების ინვესტიციის სრულმა მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 7.8 მილიონი ლარი. ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა:

  • სარეკონსტრუქციო სივრცის მთავარ გეგმას/დიზაინს;
  • სპორტული სივრცეების განვითარებას (მაგ. სკეიტბორდის პარკი, ღია ჰაერზე მოწყობილი სატრენაჟორო სივრცე, სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის განკუთვნილი სივრცე, პარკურის მოედანი);
  • დაზიანებული სივრცეების დემონტაჟი და რეკონსტრუქცია;
  • ხეებითა და მცენარეებით პარკის გამწვანება. 

პარკის აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე, 2016 და 2017 წლებში, „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ დაფინანსდა ამავე სივრცის დატბორვის რისკის შემცირებაზე მიმართული სტრუქტურული ღონისძიებები, როგორებიცაა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების, ნალექისა ფილტრების მოწყობისა და შემაკავებელი კედლების მშენებლობის სამუშაოები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და „ევროპის საინვესტიციო ბანკს“ შორის დადებულ „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ ფინანსურ ხელშეკრულებას ხელი 2016 წელს მოეწერა. 100 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური ხელშეკრულების ნახევარი გათვალისწინებულია სტიქიური უბედურებით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები