მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პარკირების საშვის არქონაზე ჯარიმა უნდა გაიზარდოს” - ექსპერტი

624efb92c4d93
ანუკა ჯოხაძე
09.04.22 21:14
2510
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით სულ გამოყოფილია 29 195 პარკირების ადგილი, ეს რაოდენობა კი 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით 32 257 ერთეული იყო. ეს ინფორმაცია BM.GE-ის თბილისის მერიიდან მიაწოდეს.

როგორც თბილისის მერიისგან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, თბილისში, მას შემდეგ რაც კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულება გაწყდა, საპარკინგე ადგილების რაოდენობა 3 082 ერთეულით არის შემცირებული.

პარკირების სისტემის ნაწილში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში ელენე ხუნდაძე. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ზონალური საათობრივი პარკირების საფასურის გადახდას მსუბუქი ავტომობილების მფლობელები ჯარიმის გადახდას ამჯობინებენ. ელენე ხუნდაძის პოზიციაა, რომ ამ მიმართულებით ჯარიმების გაზრდა უნდა მოხდეს.

“თბილისში პარკირების ჯარიმას ადგენს ადმინისტრაციული კოდექსი, ჯარიმა კი თითქმის იგივე თანხა ჯდება, რაც მთელი დღე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემით სარგებლობა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას ბიძგი არ აქვს, რომ ან სწორად დააპარკინგოს ავტომობილი ან საერთოდ სახლში დატოვოს. პირიქით, ჯარიმის ამ ოდენობამ შესაძლოა უბიძგოს მძღოლებს დარღვევისკენ. ჯარიმის ოდენობის გაზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ ქალაქში ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელია.

იზრდება მანქანის მომხმარებლების წილი და უბრალოდ შეუძლებელია, რომ ქალაქის ცენტრში ამდენი მანქანის ადგილი იყოს. მესმის, მათიც, სად წაიყვანონს ავტომობილები, თუმცა არ შეიძლება ერთი ადამიანის კომფორტი, მეორე ადამიანს საფრთხეს უქმნიდეს”-აცხადებს ექსპერტი სატრანსპორტო საკითხვებში ელენე ხუნდაძე.

ცნობისთვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე მძღოლის 10 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები