მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ორ თვეში პარკირების წესების დარღვევის 22 682 შემთხვევა გამოვლინდა

არასწორი პარკირება

ბათუმში, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში, პარკირების წესების დარღვევის 22 682 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიმდინარე წელს, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის 16 665 შემთხვევა, დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევის - 2237, ტროტუარზე დგომის - 1921, ავტობუსის გაჩერებაზე დგომის - 1056, ⁠პარკირების წესის სხვა დარღვევის - 626, ველობილიკზე არასწორი პარკირების - 125, შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომის - 52 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება, 491 ავტომობილი საჯარიმოზეა გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები