მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში 2022 წელს კანონდარღვევით განთავსებული 238 სარეკლამო ბანერის დემონტაჟი განხორციელდა

6493f1150db86
თამთა ჯიჯავაძე
22.06.23 10:56
718
ბათუმში, 2022 წელს სანებართვო პირობების დარღვევითა და უნევართვოდ განთავსებული 238 სარეკლამო ბანერისა და კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია იტყობინება.

როგორც უწყებაში აცხადებენ, არასათანადო რეკლამის განთავსების, რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევებზე მონიტორინგი გრძელდება.

ცნობისთვის, კანონის თანახმად, აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში დამატებით შესაძლებელია უცხოურ ენაზე, თუმცა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენას.

დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დგება საჯარიმო ოქმი და ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი 3000 ლარით ჯარიმდება. იგივე ქმედების განმეორება ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ხოლო უნებართვოდ გარე რეკლამის განთავსება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობითა და ნივთის კონფისკაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები