მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი 152 ფანჯრის შეცვლაზე 47 ათას ლარს ხარჯავს, სერვერსა და კვების ბლოკებზე - 27 ათას ლარს

პარლამენტი საპროტესტო აქცია
10.12.24 16:47
3030

საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა გამარტივებული შესყიდვა 152 ფანჯრის მინა-პაკეტის შესყიდვისთვის, და სხდომათა დარბაზის სერვერისა და კვების ბლოკის შესყიდვისთვის.

დაზიანებული მინა პაკეტების გამოცვლას პარლამენტი 47,410 ლარად გეგმავს, ხოლო სხდომათა დარბაზის სერვერისა და კვების ბლოკის შესყიდვაზე 27,293 ლარი დაიხარჯება.

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში (ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8) პარლამენტის ცენტრალური სასერვეროს დუბლირებული (BACKUP) სერვერისა და სხდომათა დარბაზის კენჭისყრის სისტემის გამართულ, უწყვეტ მუშაობას და შესაბამისად, სხდომების შეუფერხებლად ჩატარებას, უზრუნველყოფს ორი ცალი უწყვეტი კვების წყარო,"- ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პარლამენტის ინფორმაციით, ისინი შესაბამის შესყიდვებს თანხმობის მიღებიდან 2 დღეში განახორციელებენ.

დღეს მეცამეტე დღეა, რაც მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს მართავენ, აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას EU-სთან მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები