მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

63f36a8be3824
BM.GE
20.02.23 16:44
775
პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. საკითხი ბიურომ დღეს მოიწონა. 

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის პრესრელიზში წერია, კანონპროექტით წესრიგდება უცხოური გავლენის აგენტთა, უცხოურ ძალასთან, სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასთან, განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფასთან, ყოველწლიურ საფინანსო დეკლარაციასთან, უცხოური გავლენის რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან, მონიტორინგთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.

ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად - საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები