მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის ავტოპარკის თუნდაც 10% ელექტრო რომ იყოს, მოსახლეობას კარგ მაგალითს მისცემდა - E-space

63f09a63b3c1c
ნანუკა ნარიმანიძე
18.02.23 14:29
1176
„კარგი იქნება, თუ ადმინისტრაციული ობიექტები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები გადავლენ ელექტრომობილების გამოყენებაზე",- ამის შესახებ E-space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით იოსავამ გადაცემა „Bmg Drive”-ში სტუმრობისას განაცხადა.

დავით იოსავა ფიქრობს, რომ სახელმწიფოს დიდი როლი აქვს ელექტრომობილების პოპულარიზაციაში. მისი თქმით, თუ დეპუტატები გადავლენ ელექტრომობილების გამოყენებაზე, ხალხსაც მოუნდება მსგავსი ავტომობილების შეძენა, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა პრაქტიკას გაითვალისწინებს.

„თუ გერმანია ახერხებს თქვას, რომ 2035 წლისთვის შიდაწვის მანქანებს აღარ აწარმოებს, არ ამგონია შეუძლებელი იყოს 2025 წლისთვის საქართველოს პარლამენტის ავტოპარკის 10% გახდეს ელექტრო. ერთბაშად მთელი ავტოპარკის გამოცვლა დიდი ილუზიაა, მაგრამ შესაძლოა პარლამენტის მანქანების 10% გახდეს ელექტრო, ეს რეალურად ხარჯების დაზოგვის საშუალებასაც მოგვცემს“, - დასძინა მან.

რაც შეეხება ელექტრომობილების დამტენებს, დავით იოსავა აღნიშნავს, რომ დამტენების თვითღირებულება ძვირია და ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება ამ თემის სუბსიდირება.

„კარგი იქნება თუ იგივე მოხდება საქართველოშიც და დღგ-სგან მაინც გათავისუფლდება თვითონ პროდუქტი“, - ამბობს იოსავა.

კითხვაზე,თუ რა ღირს კომპანიებისთვის ელექტროდამტენები, იოსავა პასუხობს:„კომპანიებისთვის,რომლებიც უფასოდ ატენინებენ ადამიანებს ავტომობილებს, დამტენების შეძენა შედარებით იაფი - 4700-დან 5000ლარამდე ჯდება. ასეთ შემთხვევაში კომპანიის დამტენი აპლიკაციაში არ იქნება და არც თვიური საკომისიოს გადახდა უწევს მას. ვისაც დამტენით შემოსავლის დაგენერირება სურს, დამტენის ფასი იზრდება - 7000-დან 7500 ლარამდე. აპლიკაციაში არის დამტენი, “E-space” უზრუნველყოფს დამტენის მუშაობას, დისტანციურად კონტროლდება პრობლემები,საჭიროების შემთხვევაში ადგილზეც მივდივართ და ვამოწმებთ დამტენს, ეს ყველაფერი კი შედის ყოველთვიურ საკომისიო გადასახადში”.

ცნობისთვის, E-space 2016 წლიდან არის ჩართული ელექტროდამტენების დამონტაჟებაში, დღეს 2023 წლის თებერვალში 250 დამტენი აქვს კომპანიას დაყენებული. გარდა ამისა, კომპანიამ გამოუშვა აპლიკაცია,რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ინფორმციის მიღება ქალაქში განთავსებული ელექტროდმტენების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები