საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი კახიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საქმე ის არის, რომ დანარჩენი სამი ვიცე-სპიკერი, "ქართული ოცნების" პარლამენტმა პირველივე სხდომაზე აირჩია. მაშინვე მამუკა მდინარაძის მხრიდან დაანონსდა, რომ 2 კვირაში მათ რიგებს გიორგი კახიანიც შეუერთდებოდა.
კახიანის წარდგენა და არჩევa პირველსავე სხდომაზე, როცა ვიცე-სპიკერი გახდნენ: გიორგი ვოლსკი, ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი არ მომხდარა.
მაშინ, XI მოწვევის "ოცნების" პარლამენტში კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიე. უკვე დღევანდელი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომიტეტს არჩილ გორდულაძე უხელმძღვანელებს.
საქმე ის არის, რომ გორდულაძე სიის 91 ნომერი იყო და შესაბამისად, გამსვლელი სიის მიღმა. თუმცა, პარლამენტმა მისი უფლებამოსილება გუშინ, მას შემდეგ ცნო, რაც ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და სხვებს მანდატი შეუწყვიტა. სწორედ ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეა არჩილ გორდულაძე.
პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის და 7 დეპუტატის მონაცვლის უფლებამოსილება ცნო