მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, აქცია - "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს

პარლამენტი

პარლამენტში პლენარული სხდომა დაიწყო, სადაც ბიუროზე დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით პირველი მოსმენით განიხილავენ "რუსულ კანონს", რომელიც გუშინ, 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო.

პარალელურად, პარლამენტის შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს - არა რუსულ კანონს. აქციაზე არიან სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც მოქალაქეებთან ერთად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს სხდომის პარალელურადაც აპროტესტებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ონლაინ მედიის და რადიოს ჟურნალისტები პარლამენტში უკვე მეორე დღეა, არ დაიშვებიან.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსულ კანონს მოქალაქეები გუშინ, კომიტეტის პარალელურადაც აპროტესტებდნენ. შსს-ის ცნობით, გვიან ღამით აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, ხოლო პოლიციამ 14 პირი დააკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები