მეათე მოწვევის პარლამენტის მეოთხე საგაზაფხულო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
საკანონმდებლო ორგანო მუშაობას, საშემოდგომო სესიის ფორმატში, სექტემბრის პირველ სამშაბათს განაახლებს.