თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.
უწყების ცნობით, ცეცხლი ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში გაჩნდა. მათივე ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. უწყების ცნობით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.