პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს ოპოზიციის კვოტით, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი დაიკავებს. საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
ვიცე სპიკერის თანამდებობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.
პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს.
ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურას უახლოეს პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.