მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი დაამტკიცა

60f9664dd035c
ინგა მურუსიძე
22.07.21 15:36
916
პარლამენტმა 85 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი დაამტკიცა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3,4 -დან 7,7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7,6-დან 6,9%-მდე. სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 პროცენტამდე. ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით და მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს თითქმის 19, 5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განხორციელებულია ასევე, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის პროგრამების ხელშეწყობის და პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების მიმართულებით.

პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯები, 446 მილიონი ლარის დამატების შემდეგ, ჯამში 846 მილიონ ლარი შეადგენს. ვაქცინაციისთვის, დაახლოებით,150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

პარლამენტის წევრებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები