მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონი პირველი მოსმენით დაამტკიცა

61b9fdd5998d8
ინგა მურუსიძე
15.12.21 18:40
6815
პარლამენტმა აზარტული და მომგებიანი ონლაინთამაშების სფეროში რეგულაციებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის პირველი მოსმენა პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კენჭისყრის შედეგად კანონპროექტს 78-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 1 წინააღმდეგ წავიდა. 

ცვლილებების თანახმად, 25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ, ეს აკრძალვა არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სოციალურად დაუცველებს, ჯამში, მილიონამდე ადამიანს. ასევე, შეიქმნება დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიები მოთამაშის ან მისი ოჯახის წევრის მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კანონპროექტით, აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიით იკრძალება, ხოლო ბიზნესს გადასახადები ეზრდება.

აღსანიშნია, რომ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

აზარტული თამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლების კრიტიკული კითხვების და პრეტენზიების პასუხად დღეს საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთმა ავტორმა და მომხსენებელმა დავით სონღულაშვილმა თქვა, რომ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და დეტალურ განხილვას და მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ცვლილებები შედის კანონებში: „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში“, „რეკლამის შესახებ“ კანონში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში.

კანონპროექტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები