მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანოპროექტი მიიღო

64528e30158a1
BM.GE
03.05.23 21:00
656
პარლამენტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენით იმსჯელა და 82 ხმით მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა გააცნო. 

კანონპროექტით რეგულირდება ელექტრონული კომერციის/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა. განისაზღვრება საინფორმაციო მომსახურებების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები და ვალდებულებები.

ელექტრონული კომერციის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება უკავშირდება ქვეყანაში მეწარმეობის და ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას, ციფრული შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას, ასევე, ელექტრონული კომერციის სფეროში მომხმარებლის უფლებების დამატებითი დაცვის უზრუნველყოფას და ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლებას, რაც საქართველოს ინტეგრირებას შეუწყობს ხელს ევროპის ერთიან ციფრულ ბაზარზე და გლობალურ სავაჭრო სივრცეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები