მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურის ციფრული ეკონომიკა 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა - CNBC

სინგაპური

გასულ წელს სინგაპურის ციფრული ეკონომიკის წილი - რაც მოიცავს, როგორც ელექტრონულ კომერციას, ისე სოციალურ მედიას - მთლიან შიდა პროდუქტში 17% იყო. ამის შესახებ ქვეყნის მედიის განვითარების სამსახურის კვლევაში ვკითხულობთ.

გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ ციფრული ეკონომიკის კონტრიბუცია სინგაპურის მშპ-ში 2017 წლიდან 2022 წლამდე გაორმაგდა და S$58 მლრდ-დან S$106 მლრდ-მდე (US$77.5 მლრდ) გაიზარდა. 

ციფრული ეკონომიკა ორ ნაწილადაა გაყოფილი: ინფორმაციებისა და კომუნიკაციების (I&C) სექტორი და დანარჩენი ეკონომიკის გაფიცრულება. ციფრული ეკონომიკის ⅓ ინფორმაციებისა და კომუნიკაციების სექტორზე მოდის, ხოლო ⅔ ეკონომიკური დარგების გაფიცრულებაზე. 

I&C სექტორი ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული პროგრამირების, IT კონსულტაციისა და software-ის განვითარების სერვისებს მოიცავს; დარჩენილი ეკონომიკის გაციფრულება კი დარჩენილ სექტორებში ციფრული კაპიტალის ინვესტიციებსა და ხარჯებს ზომავს. ის ასევე მოიცავს კომპანიების მიერ ციფრულ ტექნოლოგიებში ჩადებული ინვესტიციების მოცულობასაც, რადგან ბიზნესის გაციფრულება მომხმარებლებტან ინოვაციური გზით კომუნიკაციას უწყობს ხელს.

ბოლო მონაცემებით, 2020 წელს მთლიან შიდა პროდუქტში ციფრული ეკონომიკის წილი ესტონეთში 16,6%, გაერთიანებულ სამეფოში 16%, ხოლო შვედეთში - 15% იყო. ამავე წელს, სინგაპურის მშპ-ში ციფრული სექტორის კონტრიბუცია 16,7% იყო.

ინფორმაციებისა და კომუნიკაციების სექტორის ეკონომიკის ორნიშნა ზრდა ვიდეო თამაშების, ონლაინ სერვისებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების შედეგია,, რაც მსოფლიო მოსახლეობამ კოვიდპანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად აითვისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები