მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

6255a7fbd1e2f
BM.GE
12.04.22 20:44
3212
პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით, 86 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენელსა და სესხის გამცემ სუბიექტს დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის, მათ შორის, აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვასა და შესრულებას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი და ამ მიზნით იგი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.

რა იცვლება მომხმარებლისთვის "მომხმარებელთა უფლებების კანონის" ამოქმედების შემდეგ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები