პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 79 ხმით მიიღო.
„ეს გახლავთ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ძალიან მნიშნელოვანი კომპონენტი. კანონის მიღებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსთან და ეს შეფასდება აუცილებლად ძალიან დიდ პროგრესად“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო იობაშვილმა.
ახალი კანონით სამომხმარებლო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარანტიები წესრიდგება.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3LrZkyn




























