მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა - რას გულისხმობს ცვლილება?

642d406d33b75
მარიამ ვარადაშვილი
05.04.23 19:50
795
პარლამენტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილები მესამე მოსმენით მიიღო. 

ცვლილებების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე, საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან გათავისუფლდება ქონების მართვის სააგენტო, რომელიც ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით არის შექმნილი.

ცვლილებამდე იმ შემთხვევაში, თუ სარჩელს აღძრავდა ქონების მართვის სააგენტო, საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად, აუცილებელი იყო აღსრულების საფასურის გადახდა, რაც კანონპროექტის ავტორების შეფასებით, სააგენტოსათვის ფინანსური ტვირთი იყო.

“მიზანშეწონილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო გათავისუფლდეს აღსრულების საფასურის გადახდისაგან გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტო მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის დროს წარმოადგენს უშუალოდ მუნიციპალიტეტის ინტერესებს და შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად ყველა სხვა მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა, შესაბამის შემთხვევებში არ გადაიხადოს აღსრულების საფასური, აღნიშნული შესაძლებლობა მიზანშეწონილია, ჰქონდეს ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოსაც, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს თბილისის ქონების ნაწილში.

წარმოდგენილი კანონპროექტით, თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე საფასურის წინასწარ გადახდისა და დაკისრებისაგან გათავისუფლდება მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით.

კანონპროექტის მიღებით, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათავისუფლდება აღსრულების საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან, რაც მას მისცემს შესაძლებლობას, მისი ფინანსური ინტერესის გათვალისწინებით, ჰქონდეს წვდომა სააღსრულებო სერვისებზე და დავის მოგების შემთხვევაში, აღასრულოს შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება”,-წერია განმარტებით ბარათში.