მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტმა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა

დავით საგანელიძე

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „საქართველოს განვითარების ფონდის“ (ყოფილი „საპარტნიორო ფონდი“) ლიკვიდაციასა და მასთან დაკავშირებული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს.

მთავრობამ "საქართველოს განვითარების ფონდს" 3.2 მილიონი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება ჩამოართვა

გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე 85-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. განმარტებითი ბარათის თანახმად, ფონდის გაუქმება სახელმწიფო სტრუქტურების ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად.

მთავრობის განმარტებით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ ფუნქციები არ გაქრება, არამედ მოხდება მათი ინტეგრირება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ქოლგის ქვეშ. აღნიშნული რეფორმა მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმების ერთ სივრცეში მოქცევასა და რესურსების უფრო ეფექტურ მართვას.

კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, დაიწყება ფონდის ლიკვიდაციის სამართლებრივი პროცედურები, რის შემდეგაც მისი აქტივები და მიმდინარე პროექტები შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გადაუნაწილდებათ.

4 მარტს საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის", ანუ ყოფილი "საპარტნიორო ფონდის" ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა. პარლამენტში, ჯერჯერობით, არ დაინიციირებულა კანონპროექტი, რომელიც "ეკონომიკის განვითარების ბანკის" ოპერირების წესებს განსაზღვრავს, თუმცა ცნობილია რომ ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში"-სთან შერწყმა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები