პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობა მისცა, საქსტატის საბჭოს წევრებად გიორგი ეზუგბაია ( 77 მომხრე, 2 წინააღმდეგი) და ოთარ ანგურიძე ( 75 ხმით) დანიშნოს.
საქსტატის საბჭოს წევრად წარდგენილმა მესამე კანდიდატმა, გიორგი მუხიგულიშვილმა 2 ხმა მიიღო.
საქსტატის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით თანხმობის მისაღებად წარდგენილი სამი კანდიდატურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 3 აპრილის სხდომაზე განიხილა.