საქართველოს პარლამენტის აპარატმა 261,000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომლითაც პარლამენტის შენობის სარემონტო სამუშაოები უნდა შესრულდეს. სარემონტო სამუშაოები მოიცავს შენობის ფასადის იერსახის გაუმჯობესებას, ასევე კედლების შელესვას, სამღებრო სამუშაოებსა და სხვა მცირე სარემონტო სამუშაოებს მოიცავს.
ტენდერის თანახმად, კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 10 იანვრამდე შეეძლებათ.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პარლამენტმა გამარტივებული წესით უკვე გამოაცხადა ორი შესყიდვა, მათ შორის 152 ფანჯრის შესაცვლელად გააფორმა 47 ათასი ლარის კონტრაქტი, ხოლო სხდომათა დარბაზის კვების ბლოკის და სერვერის შესაძენად 27 ათასი ლარის კონტრაქტი გააფორმა.
სარემონტო სამუშაოების აღწერა:
№ | სამუშაოების დასახელება | საზომი ერთეული |
რაოდენობა (არაუმეტეს) |
1 | სამღებრო სამუშაოები (გაწმენდა-ქაღალდის აცლა, დამუშავება ფითხით, დაზუმფარება, სახიანი წელვადი დუბლიაჟის გაკვრა, ორი პირი წყალემულსიის საღებავით შეღებვა) მასალების მოწოდებით | მ² | 300 |
2 | სამღებრო სამუშაოები (ორი პირი წყალემულსიის საღებავით შეღებვა არსებულ დუბლიაჟზე) მასალების მოწოდებით. | მ² | 1000 |
3 | კედლის სამღებრო სამუშაოები (დამუშავება ფითხით, დაზუმფარება, ორი პირი წყალემულსიის საღებავით შეღებვა, ფერის დასმა) მასალების მოწოდებით | მ² | 750 |
4 | ჭერის სამღებრო სამუშაოები (დამუშავება ფითხით, დაზუმფარება, ორი პირი წყალემულსიის საღებავით შეღებვა, ფერის დასმა) მასალების მოწოდებით. | მ² | 200 |
5 | სამშენებლო ობიექტის დასუფთავება (სამშენებლო ნაგვის გატანით) | ტ | 3 |
6 | კედლის შელესვა (გაჯით) მასალების მოწოდებით | მ² | 100 |
7 | კედლის შელესვა ქვიშა-ცემენტით მასალების მოწოდებით | მ² | 100 |
8 | ჭერის შელესვა (გაჯით) მასალების მოწოდებით | მ² | 100 |
9 | სამღებრო სამუშაოები ზეთოვანი საღებავით( ორი პირის შეღებვა) მასალების მოწოდებით) | მ² | 100 |
10 | იატაკებზე არსებული მოჭიმვის მცირე შეკეთება ქვიშა-ცემენტის ხსნარით. (მასალების მოწოდებით) | მ² | 100 |
11 | იატაკებზე მოჭიმვის მოწყობა ქვიშა-ცემენტის ხსნარით. (მასალების მოწოდებით) | მ² | 100 |
12 | წიფელის მასალის პარკეტის იატაკის (ზომებით 30-300, 50-300, 50-400, 70-500, 70-300, 45-500, 75-400 მმ.) მოწყობა, მოხვეწა, 3 პირი ლაქის წასმა (არსებულის დემონტაჟით) მასალების მოწოდებით | მ² | 100 |
13 | მუხის მასალის პარკეტის იატაკის (ზომებით 55-350, 55-400, 65-450, 30-400, 50-480, 60-500 მმ.) მოწყობა, მოხვეწა, 3 პირი ლაქის წასმა (არსებულის დემონტაჟით) მასალების მოწოდებით | მ² | 100 |
14 | არსებული პარკეტის იატაკის მცირე რემონტი, მოწყობა, მოხვეწა, 3 პირი ლაქის წასმა (დაზიანებულის დემონტაჟით) მასალების მოწოდებით | მ² | 100 |
15 | ლამინირებული ფილებისგან დამზადებული კორობების აღდგენა (არსებულის იდენტური) დამხმარე მასალებით | მ² | 50 |
16 | პარლამენტის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე არამყარი ბუნებრივი გრანიტის ფილების ჩამაგრება, | მ² | 50 |
17 | პარლამენტის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული ბუნებრივი გრანიტის ფილების შეცვლა, მასალების მოწოდებით | მ² | 20 |
18 | პარლამენტის შენობის ფასადისთვის არამყარი ტუფისა და ეკლარის ქვის გამაგრება. | მ² | 20 |
19 | პარლამენტის შენობის ფასადისთვის დაზიანებული ტუფისა და ეკლარის ქვის აღდგენა (ფერი არსებულის იდენტური) მასალების მოწოდებით | მ² | 20 |
20 | პარლამენტის შენობის სველ წერტილებში დაზიანებული კაფელ-მეტლახის აღდგენა (ფერი არსებულის იდენტური) მასალების მოწოდებით | მ² | 50 |
21 | პარლამენტის შენობაში დერეფნებში დაზიანებული კერამიკული ფილების(ფერი არსებულის იდენტური) აღდგენა. მასალების მოწოდებით. | მ² | 50 |
22 | პარლამენტის შენობაში ხელოვნური მარმარილოს კიბის ფილების აღდგენა (არსებულის იდენტური) მასალების მოწოდებით. | მ² | 50 |
23 | პარლამენტის გარე ტერიტორიაზე დეკორატიული ლითონის ბოძების ძირში არსებული დეკორაკიული ბუნებრივი გრანიტის ფილის ჩამაგრება, მასალების მოწოდებით | ცალი | 20 |
24 | ტიხრის მოწყობა თაბაშირ-მუყაოს ფილით, მიმმართველებით, ხმის იზოლაციით, ორი ფენა თაბაშირ-მუყაოს ფილით, თითო მხარეს. | მ² | 40 |
25 | მდფ-ს ერთ ფრთიანი კარები ბუნებრივი ხის შპონით, მონტაჟით საკეტით, საპირეებით, ზომით (90X200)სმ,მასალების მოწოდებით.-მონტაჟით | ცალი | 1 |
26 | ჭერის მოწყობა თაბაშირ-მუყაოს ფილით, მიმმართველებით. | მ² | 20 |