მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში ამ კვირაში კობახიძის მოხსენებას და სუს-ის ანგარიშს მოისმენენ

პარლამენტი
23.06.25 16:48
531

პარლამენტი მიმდინარე კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 24-27 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს.

საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო კვირას, დეპუტატები დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებთან ერთად, 24 ივნისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს, 27 ივნისს კი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოხსენებას მოისმენენ.

"მიმდინარე კვირას, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიშის და საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენაც შედგება", - აღინიშნა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე.

ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები