მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების ეფექტიანობის მოკვლევა იწყება

616ff514b833e
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.21 14:55
615
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების ეფექტიანობის მოკვლევის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

აღსანიშნია, რომ გადაწყვეტილება 13 ოქტომბერს მიიღეს.

„გაცნობებთ რომ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „მეწამეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით - "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე.

აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ზარქუა, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი შევიდნენ “, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები