მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პარლამენტში ბოლო პერიოდში კანონპროექტების 86% დაჩქარებულად განიხილეს - საია

პარლამენტში ბოლო პერიოდში დაინიცირებული კანონპროექტების 86% დაჩქარებულად განიხილეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არალეგიტიმური პარლამენტი რეპრესიულ კანონებს დაჩქარებული წესით ამტკიცებს.

"„ქართული ოცნება“ ფორმალური დემოკრატიის დაცვაზეც კი უარს ამბობს და გადაწყვეტილებებს სწრაფად, განხილვის გარეშე იღებს", - აცხადებენ საიაში.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარლამენტში ბოლო პერიოდში დაინიცირებული კანონპროექტების 86% დაჩქარებულად განიხილეს. კერძოდ, ბოლო სამ თვეში 37 საკანონმდებლო ინიციატივიდან 20 დაჩქარებული წესით განიხილეს, ხოლო 12 - გამარტივებული პროცედურით მიიღეს.

"სამართლებრივი სახელმწიფოსა და უსაფრთხოების პრინციპებს ზიანს აყენებს დაჩქარებული პროცედურების უსაფუძვლო გამოყენება, რაც კანონის ლეგიტიმაციასა და ხარისხზე აისახება", - აცხადებენ საიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები