მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტში ელექტროენერგიის და წყალმომარაგების "ავარიულ გათიშვვებს" შეისწავლიან

63973865e2ae6
BM.GE
12.12.22 22:00
389

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ელექტროენერგიის და წყალმომარაგების ე.წ. ავარიულ გათიშვის საკითხის შესწავლას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე კახა კახიშვილმა ისაუბრა.

„საქართველოს მოსახლეობას, ბოლო პერიოდში, ძალიან ხშირად ე.წ. ავარიული გათიშვებით არ მიეწოდებათ გაზი, წყალი და ელექტროენერგია. წლის განმავლობაში „ავარიული გათიშვების“ რაოდენობასთან დაკავშირებით, კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ინფორმაცია  გამოითხოვა და საკითხის შესწავლის მიზნით, ახლა ვართ ენერგო ომბუდსმენთან კომუნიკაციაში.  

მომავალი წლიდან კომიტეტის პირველივე სხდომაზე მოვიწვევთ კომპანიების წარმომადგენლებს და მათგან მოვისმენთ კონკრეტულ ინფორმაციებს თუ რატომ არის ასე გახშირებული ე.წ. ავარიული გათიშვები. ყოველივე ეს პრობლემას უქმნის როგორც მოსახლეობას ისე ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე კომიტეტი საკითხს თბილისის მასშტაბით შეისწავლის, რომლის შემდგომაც საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესწავლაც მოხდება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები